28 ნოემბერი 2024,   23:39
ვრცლად
ოპოზიციის ლიდერებს პარლამენტის შესასვლელთან აქციის მონაწილეები შეძახილებით ხვდებიან და ამნისტიის კანონპორექტს აპროტესტებენ

საპარლამენტო სესიის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოს გარე პერიმეტრზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

ადგილზე იკრიბებიან ის ადამიანები, ვინც 2019 წლის 19-20 ივნისის ღამის მოვლენებში მონაწილეობდა, ადამიანები, რომლებიც იმ დროს დაზარალდნენ და ამნისტიის კანოპროექტის მიღებას ეწინააღმდეგებიან.

აქციის მონაწილეები სიმბოლურად აქცია-პერფორმანსის გამართვას აპირებენ. მათი განცხადებით, ამ ფორმით კიდევ ერთხელ შეახსენებენ კანონმდებლებს  საკუთარ დამოკიდებულებას იმ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომლის ინიცირებაც უახლოეს დღეებში იგეგმება. ადგილზე ასევე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

ოპოზიციის ყველა იმ წარმომადგენელს, რომლებიც საპარლამენტო ცხოვრებაში დღეს პირველად მიიღებენ მონაწილეობას, პარლამენტში შესვლა აქციის მონაწილეებთან სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე უწევს.

დღის ამბები