თურქეთის პრეზიდენტი ამერიკელ კოლეგას სომეხთა გენოციდის აღიარების შესახებ განცხადების შეცვლისკენ მოუწოდებს.
ერდოღანმა ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარების შესახებ ჯო ბაიდენის განცხადებას უსაფუძვლო და უსამართლო უწოდა.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, შტატების ეს ნაბიჯი თურქეთთან ურთიერთობებს აფუჭებს.
ერდოღანი კიდევ ერთხელ გამოვიდა ინიციატივით, თურქი და სომეხი ისტორიკოსების შემადგენლობით შექმნას კომისია, რომელიც ისტორიულ მოვლენებს გამოიძიებს.