ოსკარების რიგით 93-ე კინოდაჯილდოების ცერემონია დასრულდა. ამერიკის კინოაკადემიამ გამარჯვებულები სულ 23 ნომინაციაში გამოავლინა.
საუკეთესო ფილმის ნომინაციაში ფილმმა Nomadland (მომთაბარეთა მიწა) გაიმარჯვა.
მისი რეჟისორი ქლოე ჟაოა, რომელსაც ასევე გადაეცა ოსკარი საუკეთესო რეჟისურისთვის და კინოს ისტორიაში მეორე ოსკაროსანი რეჟისორი ქალი გახდა.
ნომინაციაში საუკეთესო მსახიობი ქალი, ოსკარი ასევე ფილმ Nomadland-ში შესრულებული როლისთვის ფრენსის მაკდორმანდს ერგო. ეს მისთვის მესამე ოსკარია და ის ოსკარების რაოდენობით მერილ სტრიპს დაეწია.
Nomadland (მომთაბარეთა მიწა), რომელიც რეცესიით დაზარალებულ ამერიკაში ფურგონებში მცხოვრები ადამიანების ამბავზეა, საუკეთესო 3 მთავარ ნომინაციაში გახდა.
საუკეთესო კაცი მსახიობის კატეგორიაში კი ოსკარი მოულოდნელად ენტონი ჰოპკინსს, ფილმ "მამაში" შესრულებული როლისთვის გადაეცა. ყველა ელოდა, რომ ამ ნომინაციაში ოსკარს ჩედვიკ ბოუსმანს გადასცემდნენ, რომელიც გასულ წელს სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა.
თუმცა ნომინაციაში გამარჯვებული ლეგენდარული მსახიობი ენტონი ჰოპკინსი გახდა.
თითქმის 30 წლის შემდეგ ენტონი ჰოპკინსისთვის ეს მეორე ოსკარია. პირველი ოსკარი მან "კრავთა დუმილში" შესრულებული ლეგენდარული როლისთვის მიიღო.
მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი კაცისთვის დაწესებული ოსკარი - დენიელ კალუიას გადასცეს.
იუნ იუჰ ჯუნგი პირველი კორეელი მსახიობი გახდა, რომელმაც ოსკარი მოიპოვა ფილმ "მინარიში" ქალის მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის.
საუკეთესო ორიგინალური სცენარი - ნომინაციაში გაიმარჯვა ფილმმა - იმედისმომცემი ახალგაზრდა ქალი.
ნომინაცია საუკეთესო ანიმაციური ფილმი - სული. საუკეთესო მუსიკის კატეგორიაშიც ამ ანიმაციამ გაიმარჯვა.
საუკეთესო დოკუმენტური ფილმის კატეგორიაში 2021 წლის ოსკარი ფილმს "ორი შორეული უცნობი" გადაეცა.
საუკეთესო ადაპტირებული სცენარი - ფილმი "მამა".
საუკეთესო საერთაშორისო ფილმის კატეგორიაში კი ოსკარი დანიურმა ფილმმა Another Round-მა მიიღო.
ამერიკის კინოაკადემიამ გამარჯვებულები სულ 23 ნომინაციაში გამოავლინა. წლევანდელი ღონისძიება ჩვეულებრივზე ორი თვით გვიან ჩატარდა, მას შემდეგ, რაც პანდემიის გამო ორჯერ გადაიდო.