28 ნოემბერი 2024,   23:42
ვრცლად
ლევან რატიანი ამბობს, რომ კახი კავსაძის მდგომარეობა ამ ეტაპზე კვლავ მძიმეა

როგორია მსახიობ კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა - თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

"ამ წუთში ბატონი კახის მდგომარეობა, ჩვენდა სამწუხაროდ, დინამიკა უარყოფითი გვაქვს, იმისდა მიუხედავად, რომ მკურნალობა მიმდინარეობდა ყველაფრის მოცვით, მაგრამ მისი მდგომარეობა, ამ ეტაპზე, კვლავ მძიმე რჩება," - განაცხადა ლევან რატიანმა "დღის კურიერში" სტუმრობისას.

დღის ამბები