29 ნოემბერი 2024,   00:02
ვრცლად
როგორი ამინდი იქნება 23 აპრილს საქართველოს მასშტაბით

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 23 აპრილის ჩათვლით, საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ძლიერი ქარი, ზღვაზე კი 3-4 ბალიანი ღელვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.

ქვეყნის მასშტაბით 23 აპრილის პროგნოზი კი ასეთია:

დღეს ბათუმში +18 და ფოთში +19 გრადუსი სითბო იქნება,

+18 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი სოხუმში,

ზუგდიდში +21 გრადუსი, +19 გრადუსი სითბოა ნავარაუდევი ახალციხეში,

ქუთაისში +20 გრადუსი,

ლენტეხში +15, ცაგერსა და ამბროლაურში კი 18 გრადუსია მოსალოდნელი,

+14 გრადუსია მოსალოდნელი ცხინვალში, გორში +18,

+20 გრადუსია ნავარაუდევი თბილისში,

რუსთავში +22,

თელავში +20, სიღნაღში 19 გრადუსი სითბო, ხოლო ყვარელში +21 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.

დღის ამბები