"როიტერის" ინფორმაციით, ერაყის საერთაშორისო აეროპორტთან სამი რაკეტა ჩამოვარდა.
უსაფრთხოების ძალებზე დაყრდნობით სააგენტო წერს რომ, რაკეტები ამერიკელი სამხედროების ბაზების ტერიტორიაზე ჩამოვარდა, თუმცა იერიშის შედეგად არავინ დაშავებულა.
შეგახსენებთ, რომ 18 აპრილს სარაკეტო თავდასხმა ერაყში, ბალადის სამხედრო ბაზაზეც განხორციელდა, სადაც ამერიკელი კონტრაქტორები არიან განთავსებულნი. ინციდენტისას ორი ერაყელი სამხედრო დაშავდა.