29 ნოემბერი 2024,   00:07
ვრცლად
საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც დეპუტატისთვის უფლებამოსილების არშეწყვეტის კონსტიტუციურობაზე უნდა ემსჯელათ, სხდომა გადაიდო

საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომა დახლოებით 2 კვირით გადაიდო. ცხრა მოსამართლისგან შემდგარ პლენუმს, დეპუტატისთვის უფლებამოსილების არშეწყვეტის კონსტიტუციურობაზე უნდა ემსჯელა.

საუბარია ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და თამარ კორძაიას სარჩელებზე, რომლითაც მათ საკონსტიტუციო სასამართლოს რამდენიმე თვის წინ მიმართეს. პროცესი თამარ კორძაიას მოთხოვნის საფუძველზე გადაიდო.

"ჩვენ გვინდა საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელოს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კონსტიტუციურობაზე. იმიტომ, რომ მე ვერ ვახერხებდი დასწრებას, ადვოკატს ვთხოვე გადადების თაობაზე შუამდგომლობა დააყენა," - აცხადებს პარლამენტის წევრი, რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური მდივანი თამარ კორძაია. 

 მმართველ პარტიაში საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნებულები არიან. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ რამდენიმე თვის წინ, როდესაც მიიღეს გადაწყვეტილება უფლებამოსილება არ შეეწყვიტათ ოპოზიცური პარტიებისათვის, გამართლებულია.  

"ვნახეთ მაშინ, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის მთელი მსოფლიო ტაშს გვიკრავდა და დღეს ტაშს გვიკრავს ალბათ ოპოზიციაც, გულში მაინც, იმიტომ, რომ თავის დროზე ეს გადაწყვეტილება არ მივიღეთ. მათ საშუალება აქვთ, ამ პარლამენტში საკუთარი ამომრჩეველი წარმოადგინონ," - აღნიშნავს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. 

დღის ამბები