28 ნოემბერი 2024,   23:38
ვრცლად
სექსუალური მოძალადის გათავისუფლების მოთხოვნა წარმოუდგენელი დისკრიმინაციაა მსხვერპლი ქალების მიმართ - ბაია პატარაია ოპოზიციის განცხადებაზე

კავშირ "საფარის" აღმასრულებელი დირექტორი ბაია პატარაია, "კურიერთან" საუბრისას, გოგი წულაისთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებას შემაშფოთებელს უწოდებს და ამბობს, რომ დღეს ისინი, სექსუალური მოძალადის გათავისუფლებას ითხოვენ.

"ძალიან გამაოცა მე ოპოზიციის განცხადებებმა, ეს შემაშფოთებელია. პრაქტიკულად, ჩვენი პოლიტიკური პარტიები ითხოვენ, რომ კაცი, რომელიც ბრალდებულია სექსუალურ ძალადობაში, მხოლოდ იმიტომ არ დააკავონ, რომ არის პოლიტიკოსი. რეალურად, ეს საკმოდ სერიოზული მუხლია და ამაზე წინასწარი დაკავებები ხდება ხოლმე. გამონაკლისი იყო ილია ჯიშკარიანი, რომელზეც პოლიტიკოსებს არ გაუვრცელებიათ განცხადება, რომ სექსუალური მოძალადე დაეკავებინათ. დღეს კი ავრცელებენ განცხადებს, სადაც სექსუალური მოძალადის გათავისუფლებას ითხოვენ, ეს წარმოუდგენელი დისკრიმინაციაა მსხვერპლი ქალების მიმართ," - განუცხდა "კურიერს" ბაია პატრაიამ. 

 

 



 

დღის ამბები