ისრაელის არმიამ სირიის ტერიტორიაზე სარაკეტო იერიში მიიტანა. დარტყმები მას შემდეგ განხორციალდა, რაც სირიიდან ისრაელის მიმართულებით რამდენიმე რაკეტა გაუშვეს.
ებრაული მხარის ინფორმაციით, სირიიდან ნასროლი რაკეტა რეაქტორიდან დაახლოებით 30 კილომეტრში ჩამოვარდა. თავის მხრივ, სირიის სახელმწიფო სააგენტოები იუწყებიან, რომ მათ ისრაელიდან ნასროლი რაკეტების ლიკვიდაცია შეძლეს.
მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.