4 ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა აფეთქების შედეგად პაკისტანში. მანქანაში დამონტაჟებული ბომბი ერთ-ერთი სასტუმროს პარკინგზე აფეთქდა.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის სავარაუდო სამიზნე პაკისტანში ჩინეთის ელჩი იყო. დიპლომატი შემთხვევის დროს სასტუმროში არ იმყოფებოდა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება "თალიბანმა" აიღო.