28 ნოემბერი 2024,   23:53
ვრცლად
ლესბოსელ წყვილს არასრულწლოვნის თანდასწრებით მამაკაცი თავს დაესხა - თავდამსხმელი დაკავებულია

თავდასხმა თბილისში - დაზარალებული ლესბოსელი წყვილია. მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას "თბილისი პრაიდი" ავრცელებს. შემთხვევა დაზარალებულთა საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებით მოხდა. მიზეზად ჰომოფობიური ნიადაგი სახელდება.

სამოქალაქო მოძრაობა შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდარის ობიექტურად გამოძიებისკენ მოუწოდებს.

თავდამსხმელი უკვე დაკავებული, ხოლო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე (იძულება), 151-ე (მუქარა) და 284-ე (კომპიუტერულ სისტემაში უნაბართვო შეღწევა) მუხლებითაა დაწყებული.

 ავტორი: თამარ თათარაშვილი

დღის ამბები