28 ნოემბერი 2024,   23:50
ვრცლად
მოხარული ვარ კომპრომისის გამო, რომლისთვისაც კელი დეგნანი და კარლ ჰარცელი დაჟინებით იღწვოდნენ - გერმანიის ელჩი

გერმანიის ელჩი საქართვცელოში ჰუბერტ ქნირში პოლიტკურ მხარეებს შორის მიღწეულ შეთანხმებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ შეთანხმებული ნაბიჯების განხორციელება ახლა პოლიტიკაში  ახალ სულისკვეთებას მოითხოვს.

ელჩის განცხადება საელჩოს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.

"ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულმა გეგმამ ფართო თანხმობა ჰპოვა პოლიტიკურ ძალებს შორის. მოხარული ვარ ამ კომპრომისის გამო, რომლისთვისაც ქალბატონი ელჩი კელი დეგნანი და ბატონი ელჩი კარლ ჰარცელი ასე დაჟინებით იღწვოდნენ. შეთანხმებული ნაბიჯების განხორციელება ახლა მოითხოვს ახალ სულისკვეთებას პოლიტიკაში, ერთობლივი წარმატებისთვის მუშაობის სულისკვეთებას," - აცხადებს ქნირში.

დღის ამბები