29 ნოემბერი 2024,   00:06
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" ნიკა მელიას უპირობოდ გათავისუფლებას ითხოვს

"ნაციონალური მოძრაობა" ნიკა მელიას უპირობოდ გათავისუფლებას ითხოვს, როგორც პარტიაში აცხადებენ, შარლ მიშელის დოკუმენტსაც მხოლოდ ამის შემდეგ მოაწერენ ხელს. 

ამასთან, "ევროპულ საქართველოშიც" თვლიან, რომ პარტიებსა და ცალკეულ პოლიტიკოსებს, შეთანხმებაზე ხელის მოწერამდე უნდა გაეაზრებინათ, რომ დოკუმენტი არ ასახავდა ნიკა მელიასთვის მისაღებ პირობებს და ამ კუთხით მორალურ პასუხისმგებლობას ხელმომწერებს აკისრებენ.

"გირჩი" კი მიიჩნევს, რომ მელიას ევროკავშირის წინანდადება უნდა მიეღო და საპყრობილე გირაოთი დაეტოვებინა.

დღის ამბები