28 ნოემბერი 2024,   23:42
ვრცლად
შარლ მიშელი პრეზიდენტთან შესახვედრად ორბელიანების სასახლეში მივიდა 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ორბელიანების სასახლეში მივიდა. სალომე ზურაბიშვილი მას სასახლის ეზოში დახვდა. შარლ მიშელთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში​ კარლ ჰარცელიც

როგორც წინასწარ არის ცნობილი, შევხედრისთვის ერთი საათია განსაზღვრული, რის შემდეგაც სალომე ზურაბიშვილი და შარლ მიშელი მედიასთან ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. 

შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაახლოებით ნახევარი საათის წინ დაეშვა. ეს საქართველოში მისი მეორე ვიზიტია.

შარლ მიშელმა საქართველოში ჩამოსვლის გადაწყვეტილება გუშინ, იმ დროს მიიღო, როდესაც მის მიერ წარდგენილ 5 პუნქტიან დოკუმენტს პოლიტიკურმა ოპონენტებმა, ხელი მოაწერეს

დღის ამბები