28 ნოემბერი 2024,   23:42
ვრცლად
გახარიას გუნდის წევრებმა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს

გიორგი გახარიას საპარლამენტო გუნდის წევრებმა, ევროკავშირის ოფისში შარლ მიშელის დოკუმენტს  - "საქართველოს წინსვლის გზა" ხელი მოაწერეს. 

დოკუმენტს გახარიას გუნდიდან ხელი ექვსივე დეპუტატმა მოაწერეს. 

გახარიას გუნდში ამბობენ, რომ ეს შეთანხმება, ქვეყანაში არსებული კრიზისის განმუხტვისა და შემცირების შესაძლებლობაა.

შეგახსენებთ, გუშინ ისტორიული შეთანხმება შედგა - ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ორბელიანების სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე "საქართველოს წინსვლის გზა" ხელი მოაწერა.

დოკუმენტზე ხელმომწერები არიან : "გირჩი, "გირჩი მეტი თავისუფლება", "მოქალაქეები", "ლელო", "რესპბუბლიკელები", "ქართული ოცნება" და ინდივიდუალურად - დავით ბაქრაძე და "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი.

დღის ამბები