28 ნოემბერი 2024,   23:42
ვრცლად
მას შემდეგ რაც ნიკა მელია საპატიმროს დატოვებს, "ნაციონალურმა მოძრაობამ" ხელი უნდა მოაწეროს დოკუმენტს - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალურ მოძრობას" მოუწოდებს დოკუმენტს მაშინ მოაწერონ ხელი, როდესაც ნიკა მელია და გიორგი რურუა საპატიმროს დატოვებენ. 

"ის დოკუმენტი, რომელიც დაიდო, შეიცავს ძალიან ბევრ ხარვეზს, მაგრამ იქ არის ორი მთავარი რამ, ჩვენი პარტიის გმირული თავმჯდომარე ნიკა მელია უნდა გამოვიდეს საპატიმროდან, ისევე როგორც გიორგი რურუა. ეს უნდა მოხდეს უპირობოდ. ნიკა მელიამ საპატიმრო უნდა დატოვოს ყოველგვარი დამამცირებელი პირობების გარეშე, ისე, როგორც მას სურს. მას შემდეგ, რაც ის საპატიმროს დატოვებს, მე მინდა მოვუწოდო "ნაციონალურ მოძრაობას" ხელი მოაწერონ დოკუმენტს,"- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი. 

 

 

დღის ამბები