28 ნოემბერი 2024,   23:46
ვრცლად
აჭარაში დიდი ოდენობით ნარკოტიკები, უკანონო იარაღები, ყუმბარა, ვაზნები და ფული ამოიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ვ.ე. დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი, კუთვნილი ავტომობილის და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს "ბუპრენორფინის" შემცველი 535 აბი ნარკოტიკული საშუალება, "ბუპრენორფინის" და "მეტადონის" შემცველი ხსნარებით 4 საინექციო შპრიცი, "COMBAT-PP"-ის და "ZORAKI M906"-ის მოდელების ცეცხლსასროლი პისტოლეტები, ხელყუმბარა და ხელყუმბარის შვიდი ფალია და 82 ვაზნა. ასევე, ამოღებულია დიდი ოდენობით თანხა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და 273-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები