28 ნოემბერი 2024,   23:57
ვრცლად
ბრავო პარლამენტის ყველა წევრს ვინც შეთანხმებას ხელი მოაწერა, იმედია მათ სხვებიც შეუერთდებიან - კურტ ვოლკერი

ნატო-ში აშშ-ის ყოფილი ელჩი კურტ ვოლკერი მიესალმება პარლამენტის იმ ყველა წევრის გადაწყვეტილებას, რომლებმაც შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ამის შესახებ ის "ტვიტერზე" წერს.

"ევროკავშირი-აშშ-ის შეთანხმება საუკეთესო შანსია საქართველოსთვის, გამოვიდეს კრიზისიდან. აუცილებელი ნაბიჯი დემოკრატიული პოლიტიკის ნორმალიზებისკენ. ცხადია, გასაკეთებელი მეტია, თუმცა საიდანღაც უნდა დაიწყოს. ბრავო პარლამენტის ყველა წევრს, ვინც ხელი მოაწერა. იმედი მაქვს, სხვებიც შეუერთდებიან მათ და შეთანხმება შესრულდება." – წერს კურტ ვოლკერი​.

დღის ამბები