29 ნოემბერი 2024,   00:07
ვრცლად
საქართველოში დღეს შარლ მიშელი ჩამოდის

საქართველოში დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ჩამოდის. ორბელიანების სასახლეში გამართულ დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონიალს გუშინ, ის დისტანციურად, ბრიუსელიდან ესწრებოდა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ისტორიიულ შეთანხმენას, რომელიც პოლიტიკური კრიზისის დასასრულის დასაწყისია, სოციალურ ქსელშიც გამოეხმაურა - "მე ახლა ბრიუსელში ვიმყოფები, თუმცა ჩემი გული საქართველოშია," - განაცხადა პრეზიდენტმა. მან  პოლიტიკურ ლიდერებს, შეთანხმების მიღწევა მიულოცა.

შარლ მიშელმა ასევე, "ტვიტერზე" ქართულად დაწერა  - "საქართველოს გაუმარჯოს!".

შეგახსენებთთ, გუშინ ისტორიული შეთანხმება შედგა - ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ორბელიანების სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე "საქართველოს წინსვლის გზა" ხელი მოაწერა. 

დოკუმენტზე ხელმომწერები არიან : "გირჩი, "გირჩი მეტი თავისუფლება", "მოქალაქეები", "ლელო", "რესბუბლიკელები", "ქართული ოცნება" და ინდივიდუალურად - დავით ბაქრაძე და "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი.

შეთანხმების ტექსტს ამ ეტაპზე არ უერთდება "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო".

დღის ამბები