28 ნოემბერი 2024,   23:50
ვრცლად
სამშაბათს, 09:00 საათიდან ევროკავშირის წარმომადგენლობაში შეთანხმებაზე ხელმოსაწერად გეპატიჟებით - კარლ ჰარცელი პარლამენტის არჩეულ წევრებს მიმართავს

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი პარლამენტის არჩეულ წევრებს მიმართავს და 20 აპრილს, დილის 09:00 საათიდან ევროკავშირის წარმომადგენლობაში შეთანხმებაზე ხელმოსაწერად ეპატიჟება.

"მივმართავ საქართველოს პარლამენტის ყველა არჩეულ წევრს – გეპატიჟებით შეთანხმებაზე ხელის მოსაწერად ევროკავშირის წარმომადგენლობაში, ხვალ, სამშაბათს, 09:00 საათიდან. დიდი მადლობა," –  წერს "ტვიტერზე" ჰარცელი.

ისტორიული შეთანხმება შედგა - ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ორბელიანების სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე "საქართველოს წინსვლის გზა" ხელი მოაწერა. 

დოკუმენტზე ხელმომწერები არიან : "გირჩი, "გირჩი მეტი თავისუფლება", "მოქალაქეები", "ლელო", "რესბუბლიკელები", "ქართული ოცნება" და ინდივიდუალურად - დავით ბაქრაძე და "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი.

შეთანხმების ტექსტს ამ ეტაპზე არ უერთდება "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო".

დღის ამბები