28 ნოემბერი 2024,   23:45
ვრცლად
კათოლიკოს-პატრიარქი სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი, მისი მეუღლე და დელეგაციის სხვა წევრები მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ საპატრიარქო ავრცელებს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ ურთიერთობებს, ასევე საერთაშორისო სივრცეში მიმდინარე პროცესებს. ილია მეორემ ხაზი გაუსვა კავკასიის რეგიონსა და მსოფლიოში მშვიდობის მნიშვნელობას და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების საკითხს.

საპატრიარქოს ცნობით, სომხეთის პრეზიდენტმა კათოლიკოს-პატრიარქს მიღებისთვის მადლობა გადაუხადა, გადასცა სომხეთის პატრიარქ გარეგინ II-ის მოკითხვა და ქვეყნებს შორის მეგობრული კავშირების კიდევ უფრო განმტკიცების იმედი გამოთქვა.

დღის ამბები