28 ნოემბერი 2024,   23:52
ვრცლად
გასულ 2 თვეში 106 532 კოლოფი უაქციზო სიგარეტი იქნა ამოღებული

უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 2021 წლის თებერვალ-მარტის პერიოდში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის 77 ფაქტი გამოავლინა, დანაშაულის ჩადენაში მხილებულია 79 პირი, რომელთა შორის 44 დაკავებულია.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების ჯამში 106 532 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება 446 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.

დღის ამბები