28 ნოემბერი 2024,   23:51
ვრცლად
პროტესტი ნამახვანჰესზე - აქციის მონაწილეები ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას კონსტრუქციულად აფასებენ

იმერეთის მხარის ადმინისტრაციაში პრემიერის დავალებით რეგიონში ჩასული ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენის" დამფუძნებელთა შეხვედრა დასრულდა.

საპროტესტო აქციის მონაწილეები შეხვედრას პოზიტიურად აფასებენ და აცხადებენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს მათ თავისი პრინციპული პოზიცია გააცნეს. აქციის მონაწილეებს იმედი აქვთ, რომ მათი მარგინალიზების პროცესი აღარ გაგრძელდება. მათივე თქმით, პროტესტის შემსუბუქებას მათი პირობების შესრულება გამოიწვევს. 

"მანამდე აქცია გრძელდება ჩვეულ რეჟიმში და ფორმატში. დღევანდელმა შეხვედრებმა დაგვანახა დათმობილი პოზიცია და კონსტრუქციული დამოკიდებულება, ველოდებით შემდგომი ნაბიჯების გაჟღერებას, თუ არ დააკმაყოფილებენ აუცილებლად გვიხილავენ თბილისში,“- განაცხადა მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მირზა ნოზაძემ.

"რიონის ხეობის გადარჩენის" ერთ-ერთმა დამფუძნებლის ვარლამ გოლეთიანის თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა განუცხადეს, რომ მათ პირობებზე პასუხი ექნებათ მას შემდეგ, რაც პრემიერი გამოჯანმრთელდება და შესაბამის მუშაობას შეძლებს. მანამდე კი გოლეთიანის თქმით, პროტესტი გაგრძელდება, თუმცა მას არ ექნება მწვავე ხასიათი.

ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, მათი პირობებია, რომ შეწყდეს სამუშაოები ხეობაში, ალაგდეს ჯებირები და მათ მიეცეთ კარვებში პროტესტის გაგრძელების საშუალება.

დღის ამბები