აშშ და გერმანია რუსეთს, ვითარების დეესკალაციის მიზნით, უკრაინის საზღვრიდან სამხედროების გაყვანისკენ მოუწოდებენ.
ჯო ბაიდენმა და ანგელა მერკელმა სატელეფონო საუბრისას უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადეს და შეშფოთება გამოთქვეს აღმოსავლეთ უკრაინასთან რუსეთის ძალების მობილიზების გამო.
რუსულ მხარეს ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსიც.
უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთის ძალებმა დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი გასულ დღე-ღამეში 8-ჯერ დაარღვიეს.