28 ნოემბერი 2024,   23:56
ვრცლად
ცოტა გულზე მომეშვა - რას ამბობს გერმანელი ექსპერტი ვაშლიჯვრის მეწყერსაშიშ ფერდობზე

გერმანელი ექსპერტი ვაშლიჯვრის მეწყერსაშიშ ზონაზე დამაიმედებელ განცხადებას აკეთებს. 

ექსპერტ პეტერ ნიუმანის თქმით, ფერდობზე ჩატარებულმა სამუშაოებმა გარკვეული შედეგი გამოიღო. ამასთან, ექსპერტი მომავალში ჩასატარებელ ღონისძიებებზე საუბრობს.

"მინდა გითხრათ, რომ ცოტა გულზე მომეშვა, იმიტომ, რომ ჩატარებულმა ღონისძიებებმა შედეგი გამოიღო. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვერ განვსაზღვრავთ რა შეიძლება მოხდეს. ეს დამოკიდებულია წვიმაზე და ამინდის ცვლილებებზე. ეს ნიშნავს, რომ ორი სახის ღონისძიება უნდა ჩატარდეს - მუდმივი მონიტორინგი, რომ მოსახლეობა არის უსაფრთხოდ და ეს დროებითი სტაბილიზაცია, უფრო მუდმივი სტაბილიზაციის რეჟიმში გადავიდეს," - განაცხადა გერმანელმა ექსპერტმა პეტერ ნიუმანმა.

დღის ამბები