28 ნოემბერი 2024,   23:59
ვრცლად
საქართველოს საზღვრებს გარეთ იმაზე მეტი მეგობარი ჰყავს, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ - საქართველოში ლიეტუვას ელჩი

დიპლომატები ოპოზიციას და უმრავლესობას კიდევ ერთხელ მოუწოდებენ კომპრომისისკენ. 

კომენტარები საკითხზე საქართველოში იტალიისა და ლიეტუვას ელჩებმა გაკეთეს.

"ახლა დროა, ყველამ გააანალიზოს სიტუაცია. ბევრი რამ ხდება შიგნით და გარეთ. აქვე, მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს საზღვრებს გარეთ იმაზე მეტი მეგობარი ჰყავს, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ. ასე რომ, ახლა არის გაერთიანებული ძალისხმევა, რათა დავეხმაროთ საქართველოს სახელმწიფოს. ეს არის ჩვენი პრიორიტეტული ინტერესი, რადგან რეგიონსა და ევროპაში ბევრი გამოწვევაა. ჩვენ ველოდებით, რომ ყველაფერი კომპრომისით გადაწყდება,"- აცხადებს საქართველოში ლიეტუვას ელჩი ანდრიუს კალინდრა.

ელჩები ახსენებენ მხარეებს, რომ მათ უნდა გააცნობიერონ, რომ შეთანხმება საჭიროა.​

"იმედი მაქვს, ყველა შეძლებს გაგებას, რომ დგას კომპრომისის საჭიროება და ამის შანსიც არსებობს. ეს გზავნილი მიმართულია ყველა მხარისკენ და იმედია, ამას ყველა გააცნობიერებს. ჩვენ გვაქვს კარგი საფუძველი იმ წინადადებების სახით, რომელიც კრისტიან დანიელსონმა წარმოადგინა. ვფიქრობ, ეს წინადადებები უნდა იყოს ასახული და ყველა მხარემ სერიოზულად უნდა აღიქვას," - აღნიშნავს ​საქართველოში იტალიის ელჩი ენრიკო ვალვო.

დღის ამბები