29 ნოემბერი 2024,   00:03
ვრცლად
პოლიციამ გუმათჰესთან რკინის ბარიერი აღმართა

პოლიციამ გუმათჰესთან, სადაც ნამახვანჰესის მოწინააღდმეგე აქტივისტები გადაადგილების უფლების მოთხოვნით რამდენიმე დღეა აქციებს მართავენ,  რკინის ბარიერი აღმართა.

რკინის კედლის დამონტაჟება ღამით მოხდა. ფოტოს სოციალურ ქსელში მარიკა ტყეშელაშვილი ავრცელებს.

"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებმა გასული ღამე "გუმათჰესთან" კარვებში გაათენეს. აქციის მონაწილეებმა ტერიტორიაზე "ენკას" ბაზიდან გვიან ღამით გადაინაცვლეს, რასაც წინ დაპირისპირება უძღოდა. ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც "ენკას" კუთვნილი ავტომობილები გამოჩნდნენ. შეკრებილებმა მანქანებს გადაადგილების საშუალება არ მისცეს. პროტესტის მონაწილეები "გუმათჰესთან" აღმართული ბლოკპოსტის მოხნას და ნამოხვანისკენ გადაადგილების საშუალებას ითხოვდნენ.

დღის ამბები