28 ნოემბერი 2024,   23:55
ვრცლად
აშშ, სამხრეთ აფრიკა და ევროკავშირი "ჯონსონ ენდ ჯონსონის" ვაქცინის გამოყენებას დროებით აჩერებენ

კორონავირუსის ინფიცირებულთა მაჩვენებელმა მსოფლიოში 138 მილიონს გადააჭარბა. ამერიკის შეერთებული შტატები, სამხრეთ აფრიკა და ევროკავშირი "ჯონსონ ენდ ჯონსონის" ვაქცინის გამოყენებას დროებით აჩერებენ.

ევროპის წამლის სააგენტო თრომბის შემთხვევებს იკვლევს იმ პაციენტებში, რომლებიც "ჯონსონის" ვაქცინით აიცრნენ. პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები გამკაცრდა თურქეთში.

პრეზიდენტ ერდოღანის გადაწყვეტილებით, 2 კვირის განმავლობაში სამუშაო დღეებში კომენდანტის საათი დაწესდება საღამოს 7-დან დილის 5 საათამდე, საჯარო სექტორის სამუშაო დრო შუადღის 4 საათზე დასრულდება, დისტანციურ სწავლებაზე გადავა მოსწავლეების დიდი ნაწილი, შეზღუდვების ფარგლებში დაიხურება კაფეები და რესტორნები.

დღის ამბები