29 ნოემბერი 2024,   00:05
ვრცლად
ცრუ მოწმეების დახმარებით მცხეთაში 6 მიწის ნაკვეთის უკანონოდ დარეგისტრირებისთვის ერთი პირი დააკავეს

დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ცრუ მოწმეების გამოყენებით, უკანონოდ დაირეგისტრირა მცხეთის მუნიციპალიტეტში არსებული 6 მიწის ნაკვეთი, საერთო ფართით 18 048 კვ.მ., რომლის ღირებულებაც ექსპერტიზის თანახმად შეადგენს 130 000 ლარამდე.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 6-დან 9 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

დღის ამბები