29 ნოემბერი 2024,   00:02
ვრცლად
ბიზნესმენ დავით კოდუას ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ

ცოლის და ქალიშვილის მიმართ სავარაუდო ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა - დაკავებულ დავით კოდუას ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ. შესაძლოა, დღესვე მოხდეს აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაც.

უფლებადამცველის განცხადებით, ბიზნესმენი თავს დამნაშავედ არ ცნობს, საქმეში არსებული მტკიცებულებები კი მის ბრალეულობას ვერ დაადასტურებს. ადვოკატი სასამართლოს დავით კოდუას გირაოთი განთავისუფლების შუამდგომლობით მიმართავს.

"ჩატარდება აღკვეთის ღონისძიების სხდომა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა იმის საფუძველს, რომ მას შეეფარდოს რომელიმე სახის აღკვეთის ღონისძიება და ამიტომ მოვითხოვთ დარჩეს აღკვეთის ღონისძიების გარეშე. საქმეში არ მოიპოვება არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, რომელიც დაადასტურებს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობას. შესაბამისად, სასამართლოს მოვთხოვთ, რომ მოხდეს აღკვეთის ღონისძიების გარეშე მისი დატოვება, მაგრამ ალტერნატივის სახით შევთავაზებთ ასევე გირაოს," - განაცხადა ადვოკატმა მუხრან ღურწკაიამ.

შეგახსენებთ, პოლიციას დახმარებისთვის კოდუას მეუღლემ მიმართა, რომელსაც სახეზე ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდა, თუმცა მან მოგვიანებით ჩვენება შეცვალა. ამის მიუხედავად, ბიზნესმენის ცოლი შემაკავებელ ორდერს მაინც ითხოვს.

დღის ამბები