28 ნოემბერი 2024,   23:59
ვრცლად
გარესამყაროს მოწყვეტილი 6 სოფელი - ადიდებულმა არაგვმა დუშეთში საავტომობილო გზა დააზიანა

დუშეთის მუნიციპალიტეტში 6 სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. ძლიერმა ნალექმა მდინარე არაგვის ადიდება და საავტომობილო გზის დაზიანება გამოიწვია.

ბაკურხევის ექვს სოფელთან დაკავშირება მხოლოდ ფეხით არის შესაძლებელი. გზის გარდა, რეგიონში დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზებიც, რის გამოც სოფლებს არ მიეწოდებათ ელექტროენერგია.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები წყლის დონის დაწევის შემდეგ დაიწყება.

დღის ამბები