28 ნოემბერი 2024,   23:51
ვრცლად
კორონავირუსი კიდევ ერთ დეპუტატს დაუდასტურდა

ვაკის მაჟორიტარ დეპუტატს, ნოდარ ტურძელაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ დეპუტატი სოციალურ ქსელში წერს:

"მეგობრებო, მიუხედავად ერთწლიანი სიფრთხილისა და რეგულაციების მკაცრი დაცვისა, გუშინ ჩემთვის გაკეთებული PCR ტესტის პასუხი დადებითია.
ამ ეტაპზე თავს კარგად ვგრძნობ და იზოლაციაში ვაგრძელებ მკურნალობას.
უმორჩილესად გთხოვთ, ზედმიწევით მიჰყვეთ რეკომენდაციებს, ატაროთ პირბადე და დაიცვათ სოციალური დისტანცია,"- წერს ნოდარ ტურძელაძე. 
 
დღის ამბები