28 ნოემბერი 2024,   23:43
ვრცლად
"საგიჟეთი", "შერეკილები", "ღამურები", "ყიდვა-გაყიდვა საქართველოში" - რატომ დაბლოკა "facebook"-მა ცნობილი გვერდები 

facebook-მა ”ქართულ მარშთან” და მის ახალგაზრდულ ფრთასთან დაკავშირებული ანგარიშები და გვერდები წაშალა. სოციალური ქსელის ადმინისტრაციის განცხადებით, მარტში საქართველოდან წაიშალა "facebook"-ის 23 ანგარიში, 12 ჯგუფი და "instagram"-ის 11 ანგარიში, რომლებიც მიმართული იყო შიდა აუდიტორიაზე.

როგორც ინტერნეტ პლატფორმის ადმინისტრაციაში განმარტეს, აღნიშნული გვერდების წაშლა ატლანტიკური საბჭოს ციფრული კვლევის ლაბორატორიის მკვლევარების ანგარიშების შესწავლის საფუძველზე მოხდა. საქართველოს გარდა, ”facebook”-მა ანგარიშები და გვერდები კიდევ 10 ქვეყანაში წაშალა. მათ შორის ესპანეთიდან, ისრაელიდან, არგენტინიდან და ირანიდან.

წაიშალა "მარში-TV"-ის ოფიციალური გვერდი, რომელიც საპარლამენტო არჩევნების წინ შეიქმნა, ასევე წაშლილია ცნობილი ფეისბუქ ჯგუფები - "საგიჟეთი", "შერეკილები", "ღამურები",  "ყიდვა-გაყიდვა საქართველოში". facebook-ის ინფორმაციით, აღნიშნული გვერდები აშეარებდენენ მასალებს "ქართული მარშის" ოფიციალური გვრდიდან. 

თუმცა როგორც "ქართული მარშის" ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ "რუსთავი 2"-თან საუბრისას აღნიშნა, დაბლოკილ გვერდებთან საერთო არაფერი აქვთ. 

დღის ამბები