28 ნოემბერი 2024,   23:49
ვრცლად
გია ვოლსკიმ ხელის უხამსი ჟესტიკულაციით აქტივისტების მიმართ შეურაცხყოფა გამოხატა - აქციის მონაწილეებმა მას "მონა" და "ნაბიჭვარო" უწოდეს

"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 12 აქტივისტი დააკავა. 

პარტიის ოფისში უმრავლესობის წევრი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი გამოჩნდა და ხელის უხამსი ჟესტიკულაციით დემონსტრანტების მიმართ შეურაცხყოფა გამოხატა. აქციის მონაწილეებმა მას  "მონა" და "ნაბიჭვარო" უწოდეს. 

შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა იწყება. პარტიის ოფისთან მოძრაობა "შეცვალე" და სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ.

 

დღის ამბები