დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ იტალიის მოქალაქეს სანქციები შეცდომით დაუწესა.
შეცდომა მაშინ მოხდა, როდესაც თეთრი სახლის ადმინისტრაციას ვენესუელური ნავთობით მოვაჭრე პირები შავ სიაში შეჰყავდათ.
თეთრი სახლის ცნობით, ვენესუელური ნავთობით უკანონოდ ვაჭრობაში მონაწილე პირს და იტალიის მოქალაქეს იდენტური სახელი და გვარი აქვთ.
ვერონაში რესტორნის მფლობელის განცხადებით მან იანვარში აღმოაჩინა, რომ შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის შავ სიაშია შეყვანილი.
მისივე თქმით, ხარვეზი უკვე გამოსწორებულია და დაწესებული სანქციებიც მოუხსნეს.