28 ნოემბერი 2024,   23:58
ვრცლად
SINOPHARM-ის ჩინური ვაქცინა საქართველოში ხვალ ჩამოდის

SINOPHARM-ის ჩინური ვაქცინა საქართველოში ხვალ ჩამოდის. საუბარია 100 000 ერთეულზე. ამის შესახებ ინფორმაცია მედიასთან ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ დაადასტურა. 

მისი განცხადებით, SINOPHARM-ით იმუნიზაციის პროცესი მას შემდეგ დაიწყება, რაც ვაქცინა მიიღებს ავრტორიზაციას ჯანმოს მიერ, რომელიც აპრილის შუა რიცხვებშია დაგეგმილი. 

"SINOPHARM-ით ვაქცინაციის დასაწყებად მზად ვიქნებით მომდევნო კვირიდან, თუმცა გარკვეული პერიოდი ჩვენ დაველოდებით ჯანმოს ავტორიზაციას, ორ კვირაზეა საუბარი. სამართლებრივი საფუძვლები დღესაც არსებობს სინოფარმის გამოყენებაზე და არჩევანიც შეუძლია მოქალაქემ გააკეთოს, მაგრამ რადგან ჩვენი მიდგომა იყო, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზებული ვაქცინები გამოვიყენოთ, ვფიქრობთ, რომ უფრო მეტი ნდობა და კეთილგანწყობა ექნება ვაქცინას მას შემდეგ, რაც ავტორიზაციის სტატუსი იქნება თანაბი იმ ვაქცინებთან, რაც ქვეყანაში გამოიყენება. სტატუსის მიღება დაგეგმილია აპრილის შუა რიცხვებში,"- აცხადებს თამარ გაბუნია. 

მისივე თქმით, დღეს, საღამოს 6 საათიდან, სპეციალურ პლატფორმა - booking.moh.gov.ge-ზე უკვე შესაძლებელი იქნება 55 წელს ზემო ასაკის მოქალაქეების რეგისტრაცია COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის.

დღის ამბები