ტაივანში, სარკინიგზო შემთხვევის დროს, 36 ადამიანი დაიღუპა, 40-ზე მეტი კი დაშავდა. მატარებელი, რომლითაც 350-მდე ადამიანი მგზავრობდა, გვირაბში ლიანდაგებიდან გადავიდა და კედელს შეეჯახა. ინფორმაციას სააგენტო "როიტერი" ავრცელებს.
მაშველებმა ვაგონებიდან ადამიანების ევაკუაცია განახორციელეს. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა.