28 ნოემბერი 2024,   23:52
ვრცლად
ვლადიმერ პოზნერი ამბობს, რომ თბილისში კომენდანტის საათის დარღვევის გამო არ დაუჯარიმებიათ

რუსმა ჟურნალისტმა ვლადიმერ პოზნერმა განაცხადა, რომ ის საქართველოში საკარანტინე წესების დარღვევის გამო არ დაუჯარიმებიათ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Ria ავრცელებს, რომელსაც პოზნერი ესაუბრა.

პოზნერმა ჟურნალისტებთან დამატებითი კომენტარი არ გააკეთა და აღნიშნა, რომ არ სურს გუშინდელი მოვლენების განხილვა.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პოზნერი საქართველოში გუშინ, 31 მარტს ჩამოვიდა. ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერი, 50-მდე პირთან ერთად
დაბადების დღის აღსანიშნად ჩამოფრინდა. მის ვიზიტს საქართველოში სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა, რომლებსაც მოგვიანებით, პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ. პოზნერს სასტუმრო "ვინოტელის" დატოვება, სადაც ის სტუმრებთან ერთად ვახშმობდა, პროტესტის ფონზე, პოლიციის კორდონის საშუალებით, მოუწია. მოთხოვნა ერთი იყო - ოკუპანტი რეჟიმის მომხრეებს საქართველო დაეტოვებინათ.

სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიის წევრებმა შეძლეს და რუსი ჟურნალისტის "ვინოტელში" ყოფნის დროს სასტუმროს დროებით ელექტოენერგიაც შეუწყვიტეს. სასტუმრო "ვინოტელი" კი შრომის ინსპექციის სამსახურმა აკრძალული საქმიანობის განხორციელებისთვის, 10 000 ლარით დააჯარიმა.

დღის ამბები