28 ნოემბერი 2024,   23:56
ვრცლად
499 ახალი დადასტურებული შემთხვევა, 437 გამოჯანმრთელებული და 7 გარდაცვლილი - კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 499 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 282 260 გახდა.

გამოჯანმრთელდა 437 ადამიანი, კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვმა 273 604-ს მიაღწია.

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან გარდაიცვალა 7 ადამიანი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 3 785-ია.

ბოლო 24 საათში ჩატარდა 28 712 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით 17 922, PCR ტესტით 10 790.

დადებითობის მაჩვენებელი - დღიური - 1,74%, ბოლო 14 დღის - 1,75%, ბოლო 7 დღის -1,64%-ია.

დღის ამბები