Pfizer/BioNTech-ის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო მათ ვაქცინას 12-15 წლის ასაკის ბავშვებში 100% -იანი ეფექტურობა გააჩნია. ინფორმაციას Euronews ავრცელებს.
მათივე ცნობით, Pfizer /BioNTech-ის მიერ ჩატარებულ კვლევაში აშშ-ში მცხოვრებმა 2 260 ბავშვმა მიიღო მონაწილეობა.
მწარმოებლები იმედოვნებენ, რომ ამ ასაკობრივი ჯგუფის ვაქცინაციას მომავალ სასწავლო წლამდე დაიწყებენ და აშშ–ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციისა და ევროპის წამლის სააგენტოსგან ვაქცინის გამოყენების გაფართოების შესახებ ნებართვას მიიღებენ.
ამჟამად, 16 წლამდე ასაკის პირებისთვის ვაქცინას მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევაში იყენებენ.
გარდა ამისა, მწარმოებელი კომპანიები აგრძელებენ ასაკობრივი ჯგუფების ტესტირებას 5-დან 11 წლამდე, 2-დან 5 წლამდე და 6 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვებზე.