28 ნოემბერი 2024,   20:54
ვრცლად
სასტუმროს "ვინოტელთან" ვითარება უკიდურესად დაიძაბა - აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა

სასტუმროს "ვინოტელთან" ვითარება უკიდურესად დაიძაბა. ადგილზე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა.

პოლიცია ცდილობს აქციის მონაწილეები სასტუმროს შესასვლელებიდან გაიყვანონ, აქციის მონაწილეები კი მათ წინააღმდეგობას უწევენ.

დაზიანებულია სასტუმროს კუთვნილ ტერასაზე განლაგებული ინვენტარი.

სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსთა ნაწილი რუსი შოუმენის ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ჩამოსვლას აპროტესტებენ.

შეგახსენებთ, ამ წუთებში, რუსი შოუმენი დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად სასტუმრო "ვინოტელში" იმყოფება. 

 შრომის ინსპექციამ სასტუმრო "ვინოტელი" რუსი შოუმენის მასპინძლობის გამო 10 000 ლარით დააჯარიმა.

 

დღის ამბები