28 ნოემბერი 2024,   20:54
ვრცლად
პროტესტი სასტუმრო "ვინოტელთან" - სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ჩამოსვლას აპროტესტებენ

სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსთა ნაწილი რუსი შოუმენი ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ჩამოსვლას აპროტესტებენ. ისინი ამ წუთებში სასტუმრო "ვინოტელთან" იმყოფებიან, სადაც არსებული ინფორმაციით, რუსი შოუმენი დელეგაციის სხვა წევრებთან წევრთად ვახშმობს. 

შეკრებილები ამბობენ, რომ იმ ადამიანის ქვეყანაში შემოშვება, რომელიც ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს და ამბობს, რომ აფხაზეთი საქართველოს ტერიტორია არ არის, დაუშვებელია, და საქართველოს ტერიტორიიდან მის რუსეთში გაძევებას ითხოვენ.

"სანამ რუსები აქ იქნებიან, ფეხს არ მოვიცვლი. სანამ ეს ოკუპანტები ჩვენს მიწაზე ქეიფობენ, ჩვენი მტრები და თავზე გვასხედან, ჩვენ ამას არ მოვითმენთ. სანამ ერთი ღირსეული ქართველი მაინც იარსებებს ამ ქვეყანაში, მანამ იქნება თავისუფალი ეს ქვეყანა და ვერასდროს ვერ გაიხარებს რუსი კრემლის მონა ოკუპანტი,“ - ამბობს ერთ-ერთი აქტივისტი.

ადგილზე იმყოფებიან მოძრაობა "სირცხვილიას" წევრები, ასევე პოლიტიკური მოძრაობა "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია, "ლეიბორისტური" პარტიის წევრები და სხვა პოლიტიკოსები. ტერიტორიაზე მივიდა დავით ქაცარავაც.  

ადგილზე მობილიზებულია დიდი რაოდენობით სამართალდამცველები.  

დღის ამბები