"აღნიშნულ პირს, რომელიც არის ამერიკის მოქალაქე, არ დაურღვევია კანონი ოკუპაციის შესახებ, იგი არაერთხელ არის ნამყოფი საქართველოში," - განაცხადეს შსს-ში რუსი შოუმენის, ვლადიმერ პოზნერის ჩამოსვლასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება კოვიდპანდემიის დროს მათ ქვეყანაში შემოსვლას, შსს-ში განმარტავენ, რომ - "მთავრობის დადგენილების შესაბამისად, ნაწილს ჰქონდა კოვიდპასპორტი, ხოლო ნაწილს PCR ტესტის ცნობა".
თბილისში რუსი შოუმენის ჩამოსვლას საზოგადოების გაღიზიანება მოჰყვა. მათი თქმით, ანტიქართული განცხადებების გამო პოზნერის საქართველოში ჩამოსვლა მიუღებელია.