28 ნოემბერი 2024,   20:32
ვრცლად
ხანდახან სჯობს დატოვო გათამამებული ბავშვი, რომ გაიგოს რას დაკარგავს, თუ პასუხისმგებლობით არ მოიქცევა - კუბილიუსი​ ჩაშლილ მოლაპარაკებებზე

ევროპარლამენტის დეპუტატი, ანდრიუს კუბილიუსი საქართველოში კრისტიან დანიელსონის ხელმეორედ ვიზიტს და კვლავ ჩაშლილ მოლაპარაკებებს აფასებს და ამბობს, რომ მთელი პასუხიმგებლობა ქართულ პოლიტიკურ პარტიებს ეკისრება. ის ამბობს, რომ წინადადება, რომელიც დანიელსონმა პარტიებს შესთავაზა რეალურად კარგია და მათ ადგილას შეთავაზებულ დოკუმენტს ხელს მოაწერდა. 

"მართლა ვერ ვხედავ კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია ამ მომენტში. მთელი პასუხიმგებლობა ქართულ პოლიტიკურ პარტიებს ეკისრება. მონახაზი, წინადადება, რომელიც დანიელსონმა მათ დაუტოვა რეალურად კარგია. მე რომ ვყოფილიყავი ოპოზიციის ან მმართველი პარტიის ადგილზე მე მივიღებდი ამ შეთავაზებას და მოვაწერდი ხელს. რატომ არც ოპოზიციას და არც მმართველ პარტიას არ შეუძლიათ ასეთი მკაფიო განაცხადის გაკეთება ჩემთვის ძალიან რთული გასაგებია. ჩემთვის ეს ასე გამოიყურება, რომ ვერც ერთმა მხარემ, ვერც ერთმა პარტიამ ევროკავშირის ლიდერშიფის ჩართულობის მნიშვნელობა ვერ გაიგო. ისინი ფიქრობენ, რომ ეს მხოლოდ აჩვენებს რამდენად მნშვნელოვანია საქართველო ევროკავშირისთვის და ევროკავშირი შეძლებს გააკეთოს შეუძლებელი საქართველოში არსებული კრიზისის დასაძლევად, რაც რეალურად შეიძლება დაიძლიოს და მოგვარდეს მხოლოდ საქართველოს პოლიტიკური პარტიების მხრიდან. პოლიტიკური ლიდერშიფის კრიზისი ორივე მხრიდან სერიოზული პრობლემაა. როდესაც ოჯახში გაქვს პრობლემა გათამამებულ ბავშვთან დაკავშირებით, ხანდახან სჯობს დატოვო ეს ბავშვი, რომ გაიგოს რას დაკარგავს თუ არ მოიქცევა პასუხისმგებლობით, სავარაუდოდ, სწორედ ესაა საჭირო ახლა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებთან მიმართებაში. რომ გაიგონ რას დაკარგავენ ისინი და რას დაკარგავს საქართველო, თუ ვერ გაიზიარებენ იმ პასუხიმგებლობას რაც მათ მხრებზე აწევთ და ვერ გმოიყენებენ ევროკავშირის მხარდაჭერას და ძალისხმევას სწორად," - ამბობს ანდრიუს კუბილიუსი

დღის ამბები