28 ნოემბერი 2024,   20:35
ვრცლად
მხარს ვუჭერთ მედიაციის ძალისხმევას და სრულად ვრჩებით ჩართულები პროცესში - ევროკომისიის პრეს-სპიკერი

ევროკომისიის პრეს-სპიკერი ნაბილა მასსრალი, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური დიალოგზე აცხადებს, რომ  ისინი მხარს უჭერენ მედიაციის ძალისხმევას და პროცესის განვითარების შესახებ ინფორმირებულები რჩებიან.

"როგორც პრეზიდენტ მიშელის პირადმა დესპანმა ბატონმა დანიელსონმა თქვა გუშინ ღამით პრესკონფერენციაზე, მისი მეორე მისია საქართველოში დასრულდა და ასევე თქვა, რომ ის ამ კვირაში წარუდგენს ანგარიშს პრეზიდენტ მიშელს და გადაწყდება შემდეგი ნაბიჯები. როგორც ბატონმა დანიელსონმა თქვა, საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებზეა დამოკიდებული, უპასუხონ გამოწვევას და მოძებნონ კომპრომისი. ეს გრძელდება. რაც შეეხება შემდგომ ნაბიჯებს, მთელი მედიაციის პროცესში პრეზიდენტ მიშელსა და უმაღლეს წარმომადგენელს ჰქონდათ კომუნიკაცია და ჩვენ ასევე განვაგრძობთ. ჩვენ მხარს ვუჭერთ მედიაციის ძალისხმევას. ჩვენ ვრჩებით ინფორმირებულები პროცესის განვითარების შესახებ და ჩვენ სრულად ვრჩებით ჩართულები პროცესში," -აცხადებს ევროკომისიის პრეს-სპიკერი ნაბილა მასსრალი. 

დღის ამბები