28 ნოემბერი 2024,   20:38
ვრცლად
პარტიებმა არ დააყენეს წინა პლანზე საქართველო, მათ არ შეუძლიათ სიტუაციის მძევლად ჰყავდეთ მოქალაქეები - პეტრას აუსტრევიჩიუსი

ევროპარლამენტის დეპუტატი, პეტრას აუსტრევიჩიუსი შარლ მიშელის ემისრის მეორე ვიზიტს საქართველოში აფასებს და ამბობს, რომ საქართველოს პოლიტიკურმა პარტიებმა წინა პლანზე პარტიული ამბიციები დააყენეს. ევროპარლამენტარი ამბობს, რომ საკითხი საქართველოს ეხება და არა რომელიმე კონკრეტულ პარტიას. 

"საქართველოს პოლიტიკურმა პარტიებმა არ დააყენეს წინა პლანზე საქართველო, ისინი ამ დრომდე პარტიული ამბიციებით საუბრობენ. მჯერა, რომ ნაწილობრივ არასწორია. ჩვენ ვხედავთ რომ ეს ეროვნული საკითხია. ეს არ არის, რომელიმე კონკრეტული პარტიის საკითხი. პოლიტიკურ პარტიებს არ შეუძლიათ სიტუაციის მძევლად ჰყავდეთ საქართველოს მოქალაქეები. ბატონი დანიელსონი წარუდგენს ანგარიშს პრეზიდენტ მიშელს და გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული. ჩემი ზოგადი შეფასება ასეთია: ახლა საქართველოს ჯერია. თუ ისინი სერიოზულად არიან განწყობილი მოლაპარაკებების გასაგრძელებლად და ერთადერთი გზა მხოლოდ მოლაპარაკებაა, მათ შესაძლოა უკან უნდა მიიწვიონ ბატონი დანიელსონი, როდესაც მზად იქნებიან შესასრულებლად. ველოდები ამ დოკუმენტის შესახებ შეფასებებს. არ უნდა დავკარგოთ დრო. თითოეულ დღე საქართველოს ღრმა პოლიტიკურ კრიზისში აგდებს. ამიტომაც, ამ ამბიციურ გრაფიკს მე სრულად ვეთანხმები.  საარჩევნო, მართლმსაჯულების რეფორმა, პოლიტიკურ პატიმრებად აღქმული პირების საკითხი, რა თქმა უნდა ამ მიმართულებით ნაბიჯები უნდა გადაიდგას. საკმარისია საუბრები. ველოდებით ქმედებებს. არ მგონია, რომ კომენტარები, ან განმარტებები პოლიტიკური პარტიების მხრიდან საკმარისი იქნება. პირდაპირ გეტყვით, რომ ამაზე არავინ წამოეგება. ბატონი დანიელსონი იბრძვის საქართველოს მომავლისთვის და არა მისი პირადი ინტერესებისთვის, მაგრამ მას არ მოუსმინეს. ეს ძალიან კარგი გეგმაა ქართველი ხალხისთვის," - ამბობს პეტრას აუსტრევიჩიუსი

დღის ამბები