28 ნოემბერი 2024,   20:49
ვრცლად
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში - რა წერია დოკუმენტში, რომელიც საქართველოს ეხება

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველოში ადამიანის უფლებრივი მდგომარეობაა შეფასებული. აქცენტი კეთდება ისეთ ფაქტებზე, რომლებიც ეხება სასამართლოს დამოუკიდებლობას, დაკავებებს, გამოძიებას, სამართლებრივ დევნას, რომელიც სახალხო დამცველის და არასამთავრობოების მხრიდან აღქმული იყო პოლიტიკურად მოტივირებულად და პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევად.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ გარკვეული საქმეების გამოსაძიებლად ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა დაუსჯელობა პრობლემა იყო. ასევე საუბარია მუხთარლის და 20 ივნისის საქმეებზეც. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია პანდემიის გამოწვევებზე და 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებზე, მოყვანილია შეფასება, რომ არჩევნების პირველი რაუნდი იყო კონკურენტული და ზოგადად ფუნდამენტური თავისუფლებები იყო დაცული.

დღის ამბები