28 ნოემბერი 2024,   20:41
ვრცლად
ვაკანსია მინისტრთა კაბინეტში - რატომ ტოვებს ფინანსთა მინისტრი თანამდებობას

ფინანსთა მინისტრი თანამდებობიდან მიდის. ინფორმაცია დღეს პირველმა "კურიერმა" გააჟღერა, რაც მოგვიანებით საკუთარი ფეისბუკ-სტატუსით ივანე მაჭავარიანმა თავადაც დაადასტურა.

ხვალიდან საქართველოში ვაკანტურია, არა მხოლოდ ქვეყნის მთავარი ფინანსისტის, არამედ ვიცე პრემიერის პოსტიც.

"კურიერის" ინფორმაციით, მაჭავარიანი უკვე რამდენიმე თვეა ფიქრობს თანამდებობიდან გადადგომაზე. ის სახელმწიფო სამსახურში ბიზნესიდან მივიდა, თუმცა სად მიდის და რა გეგმები აქვს ამჯერად მაჭავარიანს,
ამაზე მას დღეს არ უსაუბრია.

დღის ამბები