28 ნოემბერი 2024,   21:33
ვრცლად
არ მგონია ხელახალი არჩევნები კონკრეტულად ვინმეს ახეირებდეს - ცოტნე კობერიძე

"გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრს ცოტნე კობერიძეს არ მიაჩნია, რომ ხელახალი არჩევნები ვინმეს ინტერესში შედიოდეს, რადგან არ არის დარწმუნებული, რომ ის იმ შედეგით დასრულდება, რაც ოპოზიციას სურს.

"არ მგონია, ხელახალი არჩევნები ვინმეს კონკრეტულად ახეირებდეს. მე, პირადად გულწრფელად რომ გითხრათ, საერთოდ არ ვარ დარწმუნებული, რომ თუნდაც პლებისციტი რომ ჩატარდეს, ისე დამთავრდება, როგორც მე მინდა, ან თუნდაც ხელახალი არჩევნები რომ ჩატარდეს იმაზე კარგი შედეგი დააფიქსიროს ჩემმა პარტიამ, ან ზოგადად, ოპოზიციურმა ელექტორატმა. ამის მე რომ გითხრა მჯერა ძაანთქო, მოვიტყუები. სამართლიანი პროცედურები არის ჩემი მოთხოვნა," - განაცხადა ცოტნე კობერიძემ.

დღის ამბები