28 ნოემბერი 2024,   21:42
ვრცლად
რა წერია დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში - სავარაუდო პუნქტებს "პუბლიკა"აქვეყნებს

გამოცემა "პუბლიკამ" გამოაქვეყნა შეთანხმების სავარაუდო პუნქტები, რომელიც კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტშია.

"პუბლიკას" წყაროს ცნობით, ევროკავშირი მზადაა ერთ-ერთი ფონდის გავლით გადაიხადოს ნიკა მელიას გირაო.

გიორგი რურუამ საპატიმრო დატოვოს ე.წ. "უდოს" მექანიზმით, ნოემბერში.

გამოიცეს ამნისტია, რომელიც შეეხება ოცი ივნისის საქმის მონაწილეებს, როგორც აქტივისტებს, ისე სამართალდამცავებს.

ოპოზიციამ უხელმძღვანელოს 5 კომიტეტს პარლამენტში, მათ შორის, საბიუჯეტოს, ადამიანის უფლებების, საპროცედუროს, საგარეოს.

შეჩერდეს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი.

პარტიების დაფინანსების საკითხზე მოხდეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება.

გენერალური პრიკურორი დაინიშნოს პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედის მხარდაჭერით.

ცესკოს თავმჯდომარე და შემადგენლობა დაინიშნოს ასევე ორი მესამედის მხარდაჭერით და მისი მოადგილე იყოს  ოპოზიციის წარმომადგენლი.

"პუბლიკის" წყაროს ცნობით, არჩევნების თაობაზე დოკუმენტში არაფერი წერია, რამაც გამოიწვია მედიაციის პროცესის შეფერხება. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დენიელსონი და ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი გასულები არიან დოკუმენტის ახალი ფორმულირებისთვის. შეხვედრა გრძელდება.

"პუბლიკა" აზუსტებს, რომ ინფორმაცია წარმოადგენს პუნქტების შინაარსს და არა მათ ზუსტ ფორმულირებას.

დღის ამბები